ახალი ამბები

საქართველოს ბანკის აქციების ღირებულება 8%-ით შემცირდა

გასულ კვირას საქართველოს ბანკის აქციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე 8%-ით შემცირდა და 31.7 აშშ დოლარი შეადგინა, იტყობინება Galt & Taggart Capital.


ამავე ინფორმაციის თანხმად, სულ გასულ კვირას საფონდო ბირჟაზე 62.8 ათასი აქცია გაიყიდა. საქართველოს ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლის ნოემბრიდაა განთავსებული.


საქართველოს ბანკის აქციებმა ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრმად დასახელდა 16 ნოემბერს. იგი პარლამენტმა ამ პოსტზე 22 ნოემბერს დაამტკიცა.


ამასობაში, საქართველოს ბანკმა განაცხადა, რომ თავმჯდომარის მოვალეობას დროებით ამჟამინდელი მოადგილე ნიკოლოზ ენუქიძე ასრულებს.


”ბანკი აპირებს მოიწვიოს აქციონერთა საგანგებო შეხვედრა, სადაც გურგენიძის ადგილზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრს აირჩევენ,” – განაცხადა საქართველოს ბანკმა.         



 

Back to top button