ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია აშხაბადის დსთ-ს შეხვედრას დაესწრო

დსთ-ს წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით მოქმედი რუსი სამშვიდობოების არაეფექტურობის საკითხი დააყენა და გააპროტესტა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დაწესებული ეკონომიკური სანქციები.


ქართულ დელეგაციას 22 ნოემბერს აშხაბადში გამართულ შეხვედრაზე მთავრობის ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის კონფლიქტის ზონის სოფელ განმუხურში 30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე.


”ჩვენ ვაპირებთ, რომ მივაღწიოთ ჭეშმარიტი სამშვიდობო ძალების შემოყვანას ჩვენს ტერიტორიაზე, ნაცვლად იმ შეიარაღებული ფორმირებებისა, რომლებიც დღეს მოქმედებენ დსთ-ს ეგიდით[აფხაზეთში],”- განუცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს.  

Back to top button