skip to content
ახალი ამბები

კარასინი მოსკოვში კოკოითს შეხვდა

თბილისის ”მარიონეტული ადმინისტრაცია” დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით არის მთავარი დაბრკოლება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გზაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ნოემბერს.


ეს საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 22 ნოემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი.


”ერთადერთი გზა კონფლიქტის მოსაგვარებლად მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე გადის არსებული ფორმატის ფარგლებში,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

მსგავსი/Related

Back to top button