ახალი ამბები

რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იმართება

რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებს შორის დღეს ჟენევაში მორიგი შეხვედრა იგეგმება.


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პოზიცია რუსეთის მიმართ ”კვლავ უცვლელია”.


კერძოდ, საქართველოს მთავრობის მოთხოვნაა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორი არალეგალური საბაჟო გამშვები პუნქტის – განთიადი-ადლერის და როკი-ქვემო ზარამაგის  – ლეგალიზაცია და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.


მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდი 19 ოქტომბერს ასევე ჟენევაში შედგა, სადაც მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მხარემ მოამზადა და რუსეთის მხარეს გადასცა შეთავაზება, რომელიც ასახავს უკონტროლო  საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციის მექანიზმის ძირითად პრინციპებს.


დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ თბილისის მიერ მომზადებული ეს შეთავაზებები განიხილება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button