ახალი ამბები

პარლამენტმა ორი ელჩი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი გორგილაძის დანიშვნას, რომელიც იმავდროულად ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება.


გორგილაძემ ამ თანამდებობაზე ლევან მიქელაძე შეცვალა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისში თბილისში განვითარებული მოვლენების გამო საკუთარი სურვილით თქვა ელჩობაზე უარი.


დღესვე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ავსტრიასა და ეუთოს ვენის ოფისში ვიქტორ დოლიძის ელჩად ხელახლა დანიშვნას. ამ გადაწყვეტილებით დოლიძის საკურაციო სფეროს გამოაკლდა უნგრეთი, სადაც ცალკე ელჩის დანიშვნა იგეგმება.

Back to top button