ახალი ამბები

არჩევნების შემდეგ მთავრობაში ”სერიოზული” ცვლილებები იგეგმება

მთავრობის ახალ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”უფრო სერიოზული ცვლილებები” 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდება.


განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გია ხევიაშვილი აღარ იქნებიან ახალი მთავრობის წევრები, რომელსაც ლადო გურგენიძე უხელმძღვანელებს.


ლომაიას მისი მოადგილე ბელა წიფურია შეცვლის, ხოლო თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი გია ხევიაშვილის ადგილს დაიკავებს.   


პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება. იგი ამ თანამდებობაზე კოტე კემულარიას შეცვლის. პრეზიდენტის განცხადებით, კემულარია უხელმძღვანელებს ახალ სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საერთაშორისო პროექტის კოორდინაციას განახორციელებს. ამ პროექტში საქართველოც მონაწილეობს.    


”მე ვთხოვე ბატონ ლომაიას – და ეს იყო ჩვენი დაჟინებული თხოვნა – რომ გამხდარიყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ამ თანამდებობაზე ადამიანს უნდა შეეძლოს სწრაფი რეაგირების მოხდენა იმ შიდა და გარე საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას,” – განაცხადა სააკაშვილმა 19 ნოემბერს ეროვნულ მუზეუმში ქართველ აკადემიკოსებთან და მეცნიერებთან შეხვედრაზე.  


მან ასევე განაცხადა, რომ 5 იანვრის არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის მის კანდიდატს ლადო გურგენიძეს ”ექნება მანდატი, რომ მეტი ცვლილებები განახორციელოს და თუ საჭიროა სერიოზული ცვლილებებიც”.


”შესაძლოა უფრო მეტი ცვლილებების განხორციელება გახდეს საჭირო [მთავრობაში]. თუმცა, ამასთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე დასაქმების ახალი პროგრამა და უკეთესი სოციალური დაცვის პროგრამა. შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეძლებენ  [ახლანდელი მინისტრები] მოერგონ ამ ახალ პროგრამებს,” – განაცხადა სააკაშვილმა.


ამასობაში, მომავალი პრემიერმინისტრი ლადო გურგენიძე 19 ნოემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შეხვდა. შესაბამისად, საკანონმდებლ

Back to top button