ახალი ამბები

მთავრობის ახალი შემადგენლობა 3 საათზე გახდება ცნობილი

პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს დილით მთავრობის ახალი შემადგენლობის საკითხი უნდა განეხილა, თუმცა შეხვედრა 3 საათისთვის გადაიდო.


სხდომა მნიშვნელოვანია, რადგანაც იქ გახდება ცნობილი, თუ რა შემადგენლობით დასახელდება ახალი მთავრობა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლადო გურგენიძე წარადგინა.


”მინისტრების უმეტესობა თავიანთ მოვალეობებს კარგად ასრულებენ და არა მგონია, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს მთავრობაში,” – განაცხადა პარლანმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა 19 ნოემბერს.


თბილისის მერმა გიგი უგულავამ 18 ნოემბერს ასევე განაცხადა, რომ იგი არ ელის რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს მთავრობაში. 



 

Back to top button