
ახალი ამბები
მთავრობის შემადგენლობა დღეს დასახელდება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლადო გურგენიძე პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციების შედეგად დღეს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარლამენტში.
საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირაში იმსჯელებს მთავრობისა და მისი სამოქმედო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების თაობაზე.
ამ ეტაპზე დეპუტატები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, თუ რა ტიპის საკადრო ცვლილებები განხორციელდება მთავრობაში.
”ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკურ გუნდში გარკვეული გადაადგილება იქნება,”- განუცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა ტელეკომპანია ”მზეს”.
18 ნოემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ მთავრობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განხორციელდება.