ახალი ამბები

პატარკაციშვილი ”იმედზე” და არჩევნებზე აკეთებს კომენტარს

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა დათანხმდეს ტელეკომპანია ”იმედის” გახსნას და ყველა შესაძლო კანდიდატის დაშვებას არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ”დიქტატორად” აღიქმება მსოფლიოს თვალში, განაცხადა ბიზნესმენმა და ”იმედის” დამფუძნებელმა ბადრი პატარკაციშვილმა.


”მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს ის [პრეზიდენტი სააკაშვილი] სახეს,” – განაცხადა პატარკაციშვილმა, ”თუ არა და ის აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ ის პრაქტიკულად დიქტატორია და ინსინუაციები იმის თაობაზე, რომ 5 რიცხვში ჩატარდება გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული იქნება აბსოლუტურად არალეგიტიმურად”. 


მან კომენტარი ტელეკომპანია RTVI-სთან ვაშინტონში, ”თეთრი სახლის” წინ გააკეთა.


პატარკაციშვილმა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ტელეკომპანია ”იმედის” გამოყენებით ხელისუფლების დამხობის მცდელობაში და რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს, ცოტა ხნის წინ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში.

Back to top button