
ახალი ამბები
ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის დასაწყებად ემზადება
ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ განაცხადა, რომ ორშაბათიდან პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.
დღეს გამართულ შეხვედრაზე რესპუბლიკელების, კონსერვატორების, საქართველოს გზის, ხალხის პარტიის, თავისუფლების, ჩვენ თვითონ, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ეროვნული ფორუმის და ქართული დასის წარმომადგენლებმა კამპანიის სტრატეგიაზე იმსჯელეს.
ოპოზიციურმა კოალიციამ ერთობლივი განცხადება გუშინ საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდან ერთ საათში გააკეთა, რითაც განაახლა შეტევა პრეზიდენტ სააკაშვილზე.