
ახალი ამბები
სამ კომპანიას სურს რეგიონული გაზგამანაწილებელი ქსელების შეძენა
სამმა კომპანიამ – “ვისოლმა”, აზერბაიჯანულმა “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” და “ივერი 7”-მა გამოთქვა საქართველოს 26 რეგიონალური გაზგამანაწილებელი კომპანიის შეძენის სურვილი.
15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ გამარჯვებული კომპანია ”უახლოეს ხანში” გამოვლინდება.