
ახალი ამბები
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი სერგეი სტანიშევი 15-16 ნოემბერს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
დაგეგმილია ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები ქართველ კოლეგასთან ზურაბ ნოღაიდელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.
16 ნოემბერს სერგეი სტანიშევი ბათუმში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შედგება შეხვედრა.