skip to content
ახალი ამბები

სუბარი: შეწყდეს ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნა

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, რათა ”სასწრაფოდ” შეწყდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო იმ ადამიანების ”დევნა და ტერორი”, რომლებიც 7 ნოემბრის საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.


იმავდროულად, სუბარი საერთაშორისო საზოგადოებას თხოვს ამ თვალსაზრისით ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე. 


სახალხო დამცველის აპარატმა დევნის ”ძალიან ბევრი” საქმე შეისწავლა და სამართალდამცავებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების რეკომენდაციით მიმართა, ნათქვამია სუბარის ოფისის მიერ 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, ”თუმცა, სახალხო დამცველს არ აქვს იმედი, რომ ამ ფაქტებს ობიექტურად გამოიძიებენ”.


სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ”სასწრაფოდ აღდგეს იმ რადიო და ტელეკომპანიების საქმიანობა, რომელთაც უკანონოდ შეუწყდათ მაუწყებლობა, ესენია: რადიო და ტელეკომპანია ”იმედი”, ტელეკომპანია ”კავკასია”, ტელეკომპანია ”25-ე არხი” (ბათუმი)”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button