ახალი ამბები

პედაგოგების ანაზღაურება 1 დეკემბრიდან გაიზრდება – პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 ნოემბერს სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასები 200 ლარამდე 1 დეკემბრიდან გაიზრდება, ნაცვლად 1 იანვრისა, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი.


ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა პედაგოგი მიიღებს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სრულ პაკეტს.

”ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რამდენი პროცენტითაც გაიზრდება დაფინანსება სკოლების რემონტებისათვის, სამჯერ მეტად გაიზარდოს პედაგოგთა მატერიალური უზრუნველყოფა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”რემონტი არ არის მთავარი, რადგან მხოლოდ კედლებით ვერაფერს გავხდებით, ჩვენთვის მთავარი ადამიანური რესურსებია”.

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ქართული სკოლების ევროსტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაცია იყო.


მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებთან შეხვედრაზე ასევე შეეხო 5 იანვარს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს და განაცხადა: ”ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი შემდეგი პრეზიდენტი”.

Back to top button