ახალი ამბები

ოპოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატს 18 საათზე დაასახელებს

ოპოზიციური პარტიები თავიანთ კანდიდატს 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე 12 ნოემბერს, საღამოს 18 საათზე დაასახელებენ. ინფორმაცია ამის თაობაზე კონსერვატორების და რესპუბლიკელების პრესსამსახურებმა დაადასტურეს.


კანდიდატს ოპოზიციური პარტიების ეროვნული საბჭო დაასახელებს, რომელიც აქამდე ცნობილი იყო როგორც ათი ოპოზიციური პარტიის კოალიცია. თუმცა, მას შემდეგ რაც ლეიბორისტულმა პარტიამ 12 ნოემბერს განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილს დამოუკიდებლად ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატად, ეროვნული საბჭოს მხოლოდ ცხრა პარტია იქნება ერთიანი კანდიდატის წარმდგენი.  

Back to top button