ახალი ამბები

ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი პატარკაციშვილი არ იქნება – დეპუტატი

ათი ოპოზიციური პარტიის ეროვნული საბჭოს საპრეზიდენტო კანდიდატი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი არ იქნება, განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა.


”საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნულ საბჭოს, სადაც გაერთიანებულია ათი ოპოზიციური პარტია აუცილებლად ეყოლება თავისი კანდიდატი და ბუნებრივია, ეს კანდიდატი არ იქნება ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც არ შედის ამ გაერთიანებაში,”- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.


ამ ეტაპზე ეროვნული საბჭო საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისაგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს.

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 10 ნოემბერს დაადასტურა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ლოზუნგით ”საქართველო სააკაშვილის გარეშე არის საქართველო ტერორის გარეშე”.

Back to top button