ახალი ამბები

ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

ხუთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდა დიალოგის თაობაზე დილით მიღწეული შეთანხმების შემდეგ.


რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი, კონსერვატორი კახა კუკავა, საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძე და მამუკა კაციტაძე და მრეწველთა ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის კაბინეტში მიმდინარე მოლაპარაკებებში.


ბურჯანაძის გარდა მმართველი პარტიიდან ასევე წარმოდგენილნი არიან ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, გავლენიანი დეპუტატი გიგა ბოკერია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე.


ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება და მედია-საშუალებების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა ამ ეტაპზე მთავარი განსახილველი თემებია.

Back to top button