ახალი ამბები

საპატრიარქოში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა შედგა

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა და სალომე ზურაბიშვილი – რესპუბლიკელების, კონსერვატორების და საქართველოს გზის ლიდერები დღეს საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს შეხვდნენ. 


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ”ახალი მემარჯვენეების” და ”მრეწველების” ლიდერები დავით გამყრელიძე და ზურაბ ტყემალაძე.


შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დიალოგი დღეს საღამოს პარლამენტში გაგრძელდება.  


9 ნოემბერს ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მზად არის ”ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან” გამართოს მოლაპარაკებები.


”არიან ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებთან მე და ჩემი კოლეგები დიალოგს არ გავმართავთ – ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც მხილებულნი და ეჭვმიტანილნი არიან კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს,”- აღნიშნა მან.

Back to top button