ახალი ამბები

სხეფერი: მედიასაშუალებების დახურვა ნატოს ღირებულებებს არ შეესაბამება

”საგანგებო ვითარების შემოღება და მედიასაშუალებების დახურვა საქართველოში, რომელიც არის პარტნიორი და რომელთანაც ალიანსს ინტენსიური დიალოგი აქვს, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებს არ შეესაბამება,” განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.


”ნატო ყურადღებით და შეშფოთებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მე ვთხოვე ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიაში, ელჩ რობერტ სიმონს გადასცეს საგარეო საქმეთა მინისტრს ალიანსის შეხედულება, რომ მხარეებმა უნდა გამოიჩინონ თავშეკავება, თავიდან აიცილონ ძალადობა და კანონის ფარგლებში მოიქცნენ,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button