ახალი ამბები

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა, ორმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 15 დღის განმავლობაში საგანგებო ვითარება შემოიღო, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ 8 ნოემბერს, ღამის 1 საათზე.


მისი თქმით, შეზღუდვები დაწესდება ინფორმაციის გავრცელებაზე, დემონტრაციებზე და გაფიცვებზე.


შედეგად, საინფორმაციო გადაცემები კერძო ტელეარხებზე დაიხურება 15 დღის განმავლობაში. მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელზე გავა ახალი ამბები.


არველაძის თქმით, პრეზიდენტის დეკრეტი ითვალისწინებს წერილობით ან სიტყვიერი ფორმით ინფორმაციის მიღების და თავისუფალი გავრცელების შეწყვეტას”.


ეს ეხება მხოლოდ ტელე და რადიო კომპანიებს,” დააზუსტა არველაძემ. მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას”.


გაზეთები და ინტერნეტ გამოცემები არ შეიზღუდებიან ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების თვალსაზრისით.


პარლამენტი მომდევნო 48 საათს განმავლობაში შეიკრიბება პრეზიდენტის დეკრეტის დასამტკიცებლად, რომელიც უკვე ძალაშია.

არველაძის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერმინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკეთა განცხადება, რომ საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ თბილისში გამოცხადდა თუმცა პრეზიდენტის დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის მთელ საქართველოში შემოღების თაობაზე მისი განცხადებიდან რამდენიმე საათში გამოიცა.

პრემიერ

Back to top button