ახალი ამბები

სააკაშვილი სპეციალურ განცხადებას გეგმავს

პრეზიდენტი სააკაშვილი ცოტა ხანში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

მან განაცხადა, რომ აპირებს პრეზიდენტთან შეხვედრას, რის შემდეგაც გაკეთდება ქვეყნის პირველი პირის განცხადება. თუმცა ბურჯანაძემ ზუსტი დრო არ დააკონკრეტა.

ბურჯანაძემ მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა.


”ახლა არის სიმშვიდის დრო,”- განაცხადა მან, ”პოლიტიკოსები შეეცდებიან დაარეგულირონ ის ვითარება, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით”.


 


”ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ისევ დიალოგისკენ მოვუწოდებ,”- განაცხადა ბურჯანაძემ. 


პრეზიდენტს არ გაუკეთებია კომენტარი მას შემდეგ, რაც თბილისში დღეს სამართალდამცავებმა ორჯერ  – რუსთაველის გამზირზე და რიყეზე  – დაშალეს საპროტესტო აქციები.

Back to top button