
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა გაათავისუფლეს
გოგა ხაინდრავა, ”თანასწორობის ინსტიტუტის” და გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრი, რომელიც დღეს დილით მოშიმშილეთა აქციის დაშლის დროს დააკავეს, გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციულმა სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.
შსს-მ განაცხადა, რომ ხაინდრავამ უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუმცა ”კლინიკური დიაგნოზით დადგინდა, რომ იგი იმყოფება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ”.
გათავისუფლების შემდეგ გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ მან უარი განაცხადა ექსპერტიზაზე, რადგან არ ენდობა მათ დასკვნებს.