ახალი ამბები

ბურჯანაძე სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოუწოდებს

ოპოზიციურმა პარტიებმა არ უნდა მოუწოდონ თავიანთ მხარდამჭერებს აქციების განახლებისკენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


”ახლა, ბევრია დამოკიდებული თითოეული მოქალაქის სიმშვიდეზე,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ახლა არ არის დრო, რომ ერთმანეთს ულტიმატუმებით ველაპარაკოთ. მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ აქციები. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს მტრებს გაახარებს”.


”როდესაც სიტუაცია დაწყნარდება და როდესაც ჩვენ შევძლებთ სპეცდანიშნულების რაზმი თავისი დისლოკაციის ადგილას დავაბრუნოთ, მოლაპარაკებები განახლდება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან,” – განაცხადა ბურჯანაძემ.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button