
ახალი ამბები
სუბარი: საქართველოში აღარ არის დემოკრატია
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა დღეს საპროტესტო აქციის დაშლის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ საქართველოში აღარ არის დემოკრატია.
”მე იქ ვიდექი, სადაც ხალხი იდგა,”- განაცხადა სახალხო დამცველმა,”ჩემს თვალწინ სცემდნენ ადამიანებს, ურტყამდნენ ”იმედის” ჟურნალისტებს და თან ეძახდნენ: ”თქვენ ბადრის ძაღლებო”, ”ბადრის გოშიებო”, რაც არის პირდაპირ ხელკეტებით გაფორმება იმისა, რასაც ეს დღეები ვისმენდით პოლიტიკოსებისაგან”.
”რეალურად დღეს გაფორმდა, რომ ჩვენ ვართ ლუკაშენკოს ბელორუსია და არა დემოკრატიის შუქურა,”- განაცხადა სუბარმა.