ახალი ამბები

საპატრიარქო მზადაა იყოს შუამავალი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს დიალოგისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, საპატრიარქო მზადაა შეასრულოს შუამავლის როლი.


”ერთადერთი გზა არის დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის,”- განაცხადა ილია II-მ, ”მე იმედი მაქვს, რომ დიალოგის შედეგად ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას”.


მან ასევე განაცხადა, რომ დღეს დილით შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.
 
პატრიარქმა დღეს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შემდეგ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. 


”ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავიდეს სამშვიდობო გზაზე,”- განაცხადა ილია II-მ.


მან ასევე აღნიშნა: ”ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება უცხო ძალებს, რომ ვავნოთ ჩვენ სამშობლოს”.

Back to top button