ახალი ამბები

პარლამენტმა ბიუჯეტის 350 მლნ ლარით გაზრდას დაუჭირა მხარი

პარლამენტარებმა 136 ხმით დღეს ერთხმად დაუჭირეს მხარი 2007 წლის ბიუჯეტის 350 მლნ ლარით გაზრდას, რომლის ნახევარზე მეტი – 224 მლნ ლარი – თავდაცვის სამინისტროს ხარჯებს მოხმარდება.


ჯამში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 1,495 მლრდ ლარი გახდება 2007 წელს.


ფინანსთან მინისტრის ნიკა გილაური განცხადებით, ბიუჯეტის ამჟამინდელი ზრდა, რომელიც მესამედ ხდება მიმდინარე წლის განმავლობაში, განპირობებულია ჭარბი შემოსავლებით. 


გაზრდილი საბიუჯეტოს ხარჯების ნაწილი 75,8 მლნ ლარი და 28 მლნ ლარი, რომლებიც შესაბამისად გამოეყოფა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, მოხმარდება სოციალური სუბსიდირების საპრეზიდენტო პროგრამას.


ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯები სხვა უწყებებზე ასე გადანაწილდება:


იუსტიციის სამინისტრო –  6 მლნ ლარი;
ფინანსთა სამინისტრო – 11 მლნ ლარი;
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – 1,2 მლნ ლარი;
განათლების და მეცნიერების სამინისტრო – 500 ათასი ლარი;
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –  633 ათასი ლარი;
პარლამენტი  – 82.5 ათასი ლარი;
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 2, 6 მლნ ლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button