skip to content
ახალი ამბები

მმართველი პარტიის დეპუტატები კონსულტაციებს მართავენ

დეპუტატები მმართველი პარტიიდან 5 ნოემბერს შეიკრიბნენ, რათა, როგორც მათ აღნიშნეს, პარლამენტის ”მიმდინარე სამუშაო პროცესთან” დაკავშირებული საკითხები განეხილათ.

დეპუტატების თქმით, მათ არ უმსჯელიათ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.


პარლამენტი პლენარული სხდომის გამართვას 6 ნოემბერს გეგმავს – ეს პირველი სხდომა იქნება მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტი აქცია დაიწყო.


”ვფიქრობ, არასწორი იქნება, რომ უარი ვთქვათ ჩვენი ყოველდღიური საქმის კეთებაზე საპროტესტო აქციების გამო,” – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.


სხდომაზე დაგეგმილია 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა. ცვლილება ითვალისწინებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 350 მილიონი ლარით ზრდას, სადაც ლომის წილი – 224 მილიონი ლარი – თავდაცვის სამინისტროზე მოდის.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button