skip to content
ახალი ამბები

რუსეთის სამმა თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსეთის სამმა თვითმფრინავმა, SU-24-მა 2 ნოემბერს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, განუცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა ირაკლი გოგავამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს.


მისი თქმით, რუსეთის თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცე სტეფანწმინდის რაიონში დაარღვიეს.


თუმცა, რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ ”რია ნოვოსტისთან” საუბარში ამ განცხადებას უსაფუძვლო უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button