
ახალი ამბები
ბაქრაძე ბერლინში კონფლიქტების თემაზე კონფერენციაში მონაწილეობს
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბერლინში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
კონფერენცია ევროპის მასშტაბით არსებულ გაყინულ კონფლიქტებს ეძღვნება.
სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერლინის კონფერენციაში მონაწილეობას ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, სადაც კვლავაც არსებობს მოუგვარებელი კონფლიქტები. კონფერენციას ასევე ესწრებიან რუსეთის წარმომადგენლები.