
ახალი ამბები
არჩევნების თარიღი ვაჭრობის საგანი არ არის – ოპოზიცია
არსებობს იმის ნიშნები, რომ ხელისუფლება შესაძლოა კომპრომისზე წავიდეს ოპოზიციის ოთხი მოთხოვნიდან რამდენიმეზე, განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან.
”მაგრამ ეს საკმარისი არ არის,” – განუცხადა მან ტელეკომპანია ”იმედს”, ”ჩვენ გვინდა, რომ ოთხივე მოთხოვნა დაკმაყოფილდეს”.
კუკავამ, რომელიც იმ ოპოზიციონერებს შორის იყო, რომლებიც გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის კომპრომისისთვის საარჩევნო კანონმდებლობასთან, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.
”თუმცა, არ ვაპირებთ ამ საკითხებზე კომპრომისზე წასვლას, თუ ვერ მივაღწევთ ჩვენ მთავარ მიზანს საპარლამენტო არჩევნების აპრილში გამართვასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ვაჭრობის საგანი არ არის,” – განაცხადა კუკავამ.