
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაური ახალ თანამდებობაზე დაინიშნა
ცხინვალის რეგიონში ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაური მამუკა ყურაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსად დაინიშნა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო 27 ოქტომბერს.
ამავე ცნობით, ბრიგადის გენერალი ყურაშვილი უშუალოდ გააკონტროლებს სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობების მუშაობას ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის ყურაშვილს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის უფროსად, სადაც ის 2007 წლის იანვრიდან მსახურობდა.