skip to content
ახალი ამბები

პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ”თავი მოიკლა”

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ დავით კეკუამ თბილისის მე-7 საპყრობილეს საკანში თავი ჩამოიხრჩო, განაცხადა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.


43 წლის დავით კეკუა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მაისამდე, დაპატიმრებამდე მსახურობდა. მას მტკიცებულებების გაყალბებაში და სამსახურებლივი უფლებამოსილების ბოტორად გამოყენებაში ედებოდა ბრალი. იგი ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.


კეკუას ნათესავები მისი თვითმკვლელობის ოფიციალურ ვერსიას არ იზიარებენ. თუმცა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საკნებში დამონტაჟებული ვიდეო კამერების მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს, როგორ ჩამოიხრჩო მან თავი.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button