
ახალი ამბები
დეპუტატი მმართველი პარტიიდან პარლამენტის დატოვებას აპირებს
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან მერაბ ხურციძემ მას შემდეგ, რაც ის 19 ოქტომბერს ახალი ოპოზიციური ფრაქცია ”ჩვენი საქართველოს” წევრად დასახელდა, განაცხადა, რომ პარლამენტის დატოვებას გეგმავს.
მერაბ ხურციძემ, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქუთაისის კლინიკაში მკურნალობს, მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე დღეს ჟურნალისტებს არაფერი უთხრა.
თუმცა ახალი ფრაქციის ლიდერმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ დეპუტატ ხურციძეზე ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რათა მას უარი ეთქვა ფრაქციის წევრობაზე.
ფრაქციის რეგისტრაციისათვის მინიმუმ 10 დეპუტატის ერთობაა საჭირო. ხურციძე პარლამენტში ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელ ფრაქცია ”ჩვენი საქართველოს” წევრებად დასახელებულ 10 დეპუტატს შორის ერთ-ერთი იყო.