ახალი ამბები

ოპოზიციური მანიფესტი 12 საკითხის ირგვლივ ერთიანობას აფიქსირებს

ათი ოპოზიციური ჯგუფი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს 2008 წლის გაზაფხულზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გზით ახალი ხელისუფლების არჩევაში ხედავს და საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე მიუთითებს.


ამის შესახებ საუბარია საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს მანიფესტში, რომელიც 12 პრინციპული საკითხის ირგვლივ ერთიან მიდგომებს აფიქსირებს და იმავდროულად, ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს. 


მანიფესტს დღეს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლმუზეუმში ლეიბორისტულმა, რესპუბლიკურმა, კონსერვატიულმა პარტიებმა, თავისუფლებამ საქართველოს გზამ, ხალხის პარტიამ, მოძრაობამ ერთიანი საქართველოსათვის, ეროვნულმა ფორუმმა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ჩვენ თვითონ და ქართული დასმა მოაწერეს ხელი.

გთავაზობთ მანიფესტის სრულ ტექტს:


დღეს საქართველოში შექმნილია უმძიმესი სოციალეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება. ქვეყნის ხელისუფლება უზურპირებულია ერთი ადამიანის მიხეილ სააკაშვილის და მისი კორუმპირებული გარემოცვის მიერ, ქვეყანაში ფაქტობრივად გამეფებულია პოლიტიკური ტერორი, უგულებელყოფილია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იმყოფება უკიდურეს სიღატაკეში, ფსევდოლიბერალური ღირებულებების სახელით ხდება ეროვნული ფასეულობების ხელყოფა და ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპების დისკრედიტაცია, ერთმმართველი სახელისუფლო მონოლითის შექმნის მიზნით მიმდინარეობს შეტევა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სამოქალაქო ინსტიტუტებსა და თავისუფალ ბიზნესზე.


შექმნილ ვითარებაში აუცილებელია მთელი, რათა ერთობლივი ძალისხმევით  თავიდან ავიცილოთ სერიოზული სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმები. კრიზისის დაძლევის ერთადერთ გზად გვესახება ხალხის ნდობით აღჭურვილი, ანგარიშვალდებული ხელისუფლების არჩევა, რაც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენით და სამართლიანი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით 2008 წლის გაზაფხულზე.


ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს წევრები, ვიღებთ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის და ქვეყნის მომავლის  წინაშე, ვაცხადებთ, რომ დღესაც და მომავალშიც ვიქნებით ერთგულნი შემდეგი ფუნდამენტური

Back to top button