
ახალი ამბები
პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება
პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება და სავარაუდოდ, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავს.
დეპუტატებმა თავი აარიდეს განსახილველი საკითხების კონკრეტიზაციას.
”ჩავთვალეთ, რომ რაღაც საკითხებია, რომელზეც უნდა შევთანხმდეთ შემდგომ საჯარო გახდეს თუ არა ესა თუ ის საკითხი,”- განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.