skip to content
ახალი ამბები

რუსულმა ”ვიმ-ბილ-დანმა” ქართული საწარმო შეიძინა

კვების პროდუქტების მწარმოებელმა რუსულმა კომპანია ”ვიმ-ბილ-დანმა”, 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი მესამე უმსხვილესი კომპანია ”ქართული პროდუქტი” შეიძინა.


ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა თანხა გადაიხადა რუსულმა კომპანიამ ”ქართულ პროდუქტში” არ ვრცელდება. ეს იქნება რუსეთის კვების პროდუქტების მწარმოებელი პირველი კომპანია სამხრეთ კავკასიაში.


”ქართული ბაზრის დაკმაყოფილების გარდა, ქარხანა სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრებსაც მოამარაგებს რძის ნაწარმით,” – ნათქვამია ”ვიმ-ბილ-დანის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button