ახალი ამბები

ვმო-ზე რუსულ-ქართული მოლაპარაკებები ჟენევაში იგეგმება

მოსკოვი და თბილისი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებაზე მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს 19 ოქტომბერს ჟენევაში გამართავენ, იუწყება ”ინტერფაქსი” რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მაქსიმ მედვედკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ვმო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ ქართული მხარის მოთხოვნაა რუსეთი დათანხმდეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში  – მოქმედი ორი არალეგალური საბაჟო-გამშვები პუნქტის ლეგალიზაციას და გამართულ ფუნქციონირებას.


”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვმო-ს ამ საკითხებთან არავითარი კავშირი არ აქვს,”- აცხადებს მედვედკოვი.


მისი თქმით, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რამდენად შედეგიანი იქნება ჟენევის შეხვედრა, ”თუმცა ქართული მხარე ბოლო დროს ამ მოლაპარაკებებში სიტყვიერი დიალოგიდან საგნობრივ განხილვაზე გადავიდა”.


 

Back to top button