skip to content
ახალი ამბები

პატარკაციშვილი ბიზნესმენთა ფედერაციას ტოვებს

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს.


პატარკაციშვილმა საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ მას არ უნდა, რომ ბიზნესფედერაციის წევრებმა იგივე ზეწოლა განიცადონ ხელისუფლებიდან, როგორც ეს მოხდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შემთხვევაში, განაცხადა ტელეკომპანია ”იმედმა” 11 ოქტომბერს.


ოლიმპიური კომიტეტის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ პატარკაციშვილისთვის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერება მმართველი პარტიის ზეწოლის შედეგი იყო.


პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბიზნესმენთა ფედერაცია ”უფუნქციო სტრუქტურაა”, რომელიც მისი აქტიური მცდელობების მიუხედავად, ვერ გახდა მნიშვნელოვანი მექანიზმი ბიზნესმენთა ინტერესების დასაცავად, რადგანაც ხელისუფლებას თანამშრომლობის სურვილი არ აღმოაჩნდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button