skip to content
ახალი ამბები

ჯარისკაცმა თავი მოიკლა – სამხედრო პოლიცია

9 ოქტომბერს, ქუთაისში განთავსებულ მე-3 ბრიგადაში ჯარისკაცმა ლევან სონღულაშვილმა დანაშაულის ჩადენის მცდელობის შემდეგ თავი მოიკლა, აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.


”ლევან სონღულაშვილმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა სამხედრო მოსამსახურეების ზურაბ ხოგენაშვილისა და იოსებ გზირიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რის შედეგადაც მან ამავე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა თავი,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ ემზარ ღარიბაშვილმა.


თავდაპირველად ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button