
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს მოაწერა ხელი.
გობეჯიშვილმა ახალ თანამდებობაზე მინდია გადაევი შეცვალა, რომელიც ევროპულ-ქართულ საინვესტიციო ჯგუფში, რომელიც თბილისში სასტუმრო ”Hayat”-ის მშენებლობას კურირებს, მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს.