
ახალი ამბები
ერაყში ქართველმა ჯარისკაცმა თავი მოიკლა
მე-3 ქვეითი ბრიგადის კაპრალმა ზურაბ ჩიგოშვილმა ერაყში თავი მოიკლა. ეს ინფორმაცია 2 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.
ინციდენტი 30 სექტემბერს ქალაქ ალ კუტში მოხდა, სადაც ქართული კონტინგენტია განთავსებული.
ოფიციალური პირები გამორიცხავენ, რომ თვითმკვლელობა კაპრალის სამხედრო სამსახურს უკავშირდება. მათი თქმით, ინციდენტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.
2003 წლის აგვისტოდან ქართული ძალების ერაყში განთავსების შემდეგ სულ 18 ქართველი სამხედრო დაშავდა.
საქართველომ ზაფხულში ერაყში თავისი ძალების რაოდენობა 850-დან 2000 სამხედრომდე გაზარდა. თუმცა, 2008 წლის ზაფხულში მათი რაოდენობის 300-მდე შემცირება იგეგმება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)