skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი უკრაინის არჩევნებზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა 30 სექტემბერს უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ”უნიკალური შანსი შექმნას ფართო დემოკრატიული კოალიცია”.


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პირველ-მეორე ადგილებზე თითქმის თანაბრად გადიან მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტია და იულია ტიმოშენკოს ბლოკი, მესამე ადგილზე კი პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს პარტიაა. ამდენად, არჩევნებში საერთო ჯამში  უკრაინის რევოლუციის ლიდერების ე.წ ნარინჯისფერი კოალიცია იმარჯვებს.


”მე ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინას აქვს უნიკალური შანსი შექმნას ფართო დემოკრატიული კოალიცია, რაც პრაქტიკულად, სრულიად ახალ რეალობას ქმნის უკრაინისთვის, მთელი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, ევროპისათვის,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”და მე მოვუწოდებ მთელ დემოკრატიულ სამყაროს აქტიურად მხარი დაუჭიროს, მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ ხალხს, რომელმაც გაუძლო ურთულეს დემოკრატიულ გამოცდას”. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button