
ახალი ამბები
კოკოითი და ბაღაფში გმობენ საქართველოს ”სახელმწიფოებრივი ტერორიზმის” პოლიტიკას
დღეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა ედუარდ კოკოითმა და სერგეი ბაღაფშმა სატელეფონო საუბრისას თვითგამოცხადებულ რეგიონებში არსებული სიტუაციები განიხილეს.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, დე ფაქტო ლიდერებმა დაგმეს ”სახელმწიფოებრივი ტერორიზმის” პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს.
ამავე ინფორმაციით, სერგეი ბაღაფშმა გააკრიტიკა 21 სექტემბერს თამარაშენის კონფერენციაში საქართველოში აკრედიტებული დასავლელი დიპლომატების მონაწილეობა, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ”პარტიზანული მეთოდით” გადაადგილდებოდნენ. ანალოგიური შეფასება გააკეთა დიპლომატების მიმართ რუსეთის საგარეო უწყებამ 22 სექტემბერს.