სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები საქართველოს სტუმრობენ
23-25 სექტემბერს დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნორვეგიისა და შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარეები და საპარლამენტო დელეგაციები საქართველოს სტუმრობენ.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
24 სექტემბერს თბილისში გაიმართება მრგვალი მაგიდა – დისკუსია თემაზე: ”დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გააქტიურება“, ხოლო 25 სექტემბერს ბათუმში ანალოგიურ ფორმატში ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების პერსპექტვებზე გაგრძელდება მსჯელობა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მიზანია საპარლამენტო დელეგაციები უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს და მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე აქტიურად დააფიქსირონ მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მიმართ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)