
ახალი ამბები
მიხეილ ქარელი დაიჭირეს
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ ქარელი, დღეს დილით დააპატიმრეს, როდესაც ის საქართველოდან გაქცევას ცდილობდა, განაცხადა გენეპროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ 23 სექტემბერს.
მისი თქმით, ქარელი ბრალდებულია მექრთამეობასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში. საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობას, საიდანაც გვარამიას თქმით, ყოფილი გუბერნატორი საწარმოს მოგების 50% ითვისებდა.
გვარამიამ აღნიშნა, რომ პროკურატურა სასამართლოს ქარელისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების თხოვნით მიმართავს.