ახალი ამბები

ბაღაფში თბილისს აგრესიაში ადანაშაულებს

ქართულმა დაჯგუფებამ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეაღწია და თავს დაესხა ახალწვეულებს lსასწავლო ბანაკში, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, ორი სამხედრო გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაიჭრა, იტყობინება 20 სექტემბერს ”ინტეფაქსი” აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


სერგეი ბაღაფში საქართველოს აგრესიაში ადანაშაულებს და საგანგებო ადეკვატური ზომების მიღებით იმუქრება.


”ინტერფაქსი” ასევე იტყობინება, რომ ამ დროისათვის უცნობია რამდენიმე სამხედრო პირის ადგილმდებარეობა, რომლებიც ტყვარჩელის რაიონში მსახურობენ. ინციდენტის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.


ჯერ-ჯერობით ქართულ მხარეს ამ თემაზე რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button