ახალი ამბები
ბათიაშვილის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიის ”წინ საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 7-წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
ბათიაშვილი მსჯავრდებულია კოდორის ხეობაში 2006 წლის ზაფხულში ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალურ მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის გამო. ამ ბრალდებით იგი 2006 წლის 29 ივლისს დააპატიმრეს.
თუმცა ირაკლი ბათიაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლო პროცესს პოლიტიკურს უწოდებს.
მისი დაცვის მხარე საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციის გავლის შემდეგ აპირებს საქმის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)