გელა ბეჟუაშვილი კონდოლიზა რაისს შეხვდა
11 სექტემბერს, ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო.
”სახელმწიფო მდივანმა საქართველოს აღუთქვა სრული თანადგომა ამ მიმართულებით,”- იტყობინება საგარეო უწყება.
მხარეემა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში ეფექტურ თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე; ასევე ერაყში შექმნილი ვითარება.
11 სექტემბერს პენტაგონში გელა ბეჟუაშვილი ასევე შეხვდა აშშ-ს თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს.
”აღინიშნა პენტაგონის მხარდაჭერა ალიანსში ინტეგრაციის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე – გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP) გადასვლის პროცესში,”- იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)