skip to content
ახალი ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მმართველი უმრავლესობის წევრი დეპუტატის, ნინო ნაკაშიძის არჩევას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, მას შემდეგ, რაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა დავით ბაქრაძეს, რომელიც კომიტეტს მანამდე ხელმძღვანელობდა.


დავით ბაქრაძე ივლისში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.

რაც შეეხება ნინო ნაკაშიძეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გუნდში მოიაზრება, მას აქამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანმდებობა ეკავა პარლამენტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button