ახალი ამბები

ცსკ-ს თავმჯდომარეს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა

პარლამენტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა. იგი მუშაობას ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გააგრძელებს.


არსებული კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სამი დღის ვადაში ღია კონკურსს გამოაცხადებს ცსკ-ს თავმჯდომარის არჩევის მიზნით, სადაც გაწერილი იქნება კონკურსის ვადები. პრეზიდენტმა კონკურსის შედეგად შერჩეული მინიმუმ ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს პარლამენტს ცსკ-ს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად.


გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე უკვე მოიაზრება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, რომელმაც ცსკ-ში სერთიფიცირების კონკურსში მონაწილეობის მიზნით აგვისტოს დასაწყისში განცხადება შეიტანა. ცსკ-ს თავმჯდომარის კანდიდატურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატის ფლობა აუცილებელი პირობაა. 



 

Back to top button